GAU თავის საუკეთესო სტუდენტებს ყოველი რეგულარული სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე სტიპენდიებით აჯილდოებს, რომელიც ყოველი მომდევნო ერთი სემესტრის სასწავლო გადასახადებზე ვრცელდება.
სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით სამართალმცოდნეობის ბაკალავრიატის სტუდენტები I, II, III, IV და V ადგილებზე განაწილდებიან და მომდევნო სემესტრისათვის დაფინანსდებიან ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:
ბაკალავრიატი |
I | II | III | IV | V |
სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა | 100% | 50% | 25% | 10% | 10% |
შეღავათები
გარდა სემესტრული სტიპენდიებისა, GAU საშეღავათო პაკეტს სთავაზობს ერთი ოჯახის წევრებს (და-ძმა, მეუღლეები...). GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში ისინი სწავლის საფასურზე 20%-იანი შეღავათით ისარგებლებენ.