პროგრამის სახელწოდება |
სამართალი |
საფეხური |
მაგისტრატურა |
მისანიჭებელი კვალიფიკაცია |
სამართლის მაგისტრი |
პროგრამის ხელმძღვანელი |
ნინო გვენეტაძე |
დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის ხელმძღვანელის კვალიფიკაციას, მის სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით მოცემულია პროგრამაზე თანდართულ დოკუმენტებში.
სამართლის სამაგისტრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტმა კვალიფიკაციის მისაღებად უნდა დააგროვოს 120 კრედიტი.
სტუდენტის ინდივიდუალური დატვირთვიდან გამომდინარე, წელიწადში კრედიტების რაოდენობა შეიძლება იყოს 60-ზე ნაკლები ან მეტი, მაგრამ არა უმეტეს 75-ისა.
სამართლის სამაგისტრო პროგრამა იყოფა სამ კომპონენტად: სასწავლო, პრაქტიკული და კვლევითი, აგრეთვე მასში შედის თავისუფალი კომპონენტი, რომელიც შეიძლება თავის მხრივ იყოს სასწავლო, პრაქტიკული ან/და კვლევითად.
სასწავლო კომპონენტი არის სასწავლო ელემენტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს მაგისტრანტის დარგობრივ დახელოვნებას, ხელს უწყობს მას და ამზადებს პაქტიკული სამუშაოს შესასრულებლად.
სასწავლო კომპონენტში მაგისტრანტი აგროვებს 84 კრედიტს - აქედან, 20 სავალდებულოა, ხოლო შეთავაზებული არჩევითი სასწავლო მოდულებიდან მაგისტრანტი აუცილებლად აგროვებს ერთი მოდულის მიხედვით 43 კრედიტს, 6 კრედიტი სავალდებულოა დააგროვოს დარგთაშორისი კონცენტრაციის არჩევითი საგნებიდან, ხოლო დანარჩენი 15 კრედიტი შეუძლია დააგროვოს: იგივე სასწავლო მოდულის არჩევითი საგნებიდან; სხვა სასწავლო მოდულის სავალდებულო ან არჩევითი საგნებიდან; სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლაში ან ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში არსებული სხვა იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; საქართველოს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებული აკრედიტებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან; უცხოეთის უმაღლეს სასწავლებელში არსებული იმავე საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამიდან, თუ ეს კრედიტები შესაბამისად აღიარებული იქნება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.
პრაქტიკულ კომპონენტში მაგისტრანტი აგროვებს 6 კრედიტს
კვლევით კომპონენტში მაგისტრანტი აგროვებს 30 კრედიტს:
5 კრედიტი – სამაგისტრო თემის პროექტი;
25 - სამაგისტრო ნაშრომის შემუშავება და დაცვა;
კვლევითი კომპონენტთან დაკავშირებით დაწვრილებითი ინფორმაცია მოცემულია სკოლის (ფაკულტეტის) საბჭოს მიერ დამტკიცებულ მაგისტრატურის დებულებაში.
ქართული და ინგლისური
სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიზანია სამართლის შესაბამისი დარგების უზრუნველყოფა მაღალკვალიფიციური, უმაღლესი აკადემიური და ეთიკურის სტანდარტების მქონე კადრებით, რომლებიც მზად იქნებიან ევროპული ინტეგრაციის თანმხლები სამართლებრივი ცვლილებებისათვის. ამიტომ იგი ორიენტირებულია, სტუდენტს:
ამავდროულად პროგრამა მიზნად ისახავს მისცეს სტუდენტს ფართო შესაძლებლობა ისარგებლოს შიდა და გარე მობილობის უფლებით და თავისუფლად მონაწილეობდეს გაცვლით პროგრამებში.
პროგრამის ინტერნაციონალიზაციის მიზნებიდან გამომდინარე პროგრამა შეიცავს კურსებს, რომლებიც აუცილებელი პირობაა შესაბამისი ქვეყნების სამართლებრივი სისტემების შესასწავლად. (მაგ. სასწავლო კურსი - აშშ-სამართლებრივი სისტემები, რომელსაც ინგლისურ ენაზე უძღვება ნიუ-ორკის უნივერსიტეტის პროფესორი, აუცილებელი წინაპირობაა აშშ-ში სამართლის პროგრამაბზე სწავლის გასაგრძელებლად).
პროგრამაზე დაშვების წინა პირობა
მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს სამართლის ბაკალავრს ან მასთან გათანაბრებულ აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელიც უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის უფლებას მოიპოვებს საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგების საფუძველზე, ჩააბარებს შიდა საუნივერსიტეტო ტესტირებას უცხო ენაში (ინგლისური) და გასაუბრებას სპეციალობაში.
სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველმა უნდა შეავსოს უცხო ენის (ინგლისური) B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი ტესტი.
პირი, რომელსაც აქვს შესაბამის დონეზე ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი ან პირველი საფეხურის აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამა გავლილი აქვს უცხო ენაზე (ინგლისური) ტესტირებისგან თავისუფლდება.
სავარაუდო სტუდენტთა რაოდენობა
60
დასაქმების სფერო
სამართლის მაგისტრის პროფესიული საქმიანობის ძირითადი ადგილები და მისი თანამდებობრივი სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
სამართლის მაგისტრი მომზადებულია სამართლის სფეროში კვალიფიციური იურიდიული პრაქტიკის განსახორციელებლად და ფუნდამენტალური სამეცნიერო მუშაობის გასაგრძელებლად.
სწავლის შედეგები/კომპეტენციები (ზოგადი და დარგობრივი)
ზოგადი სწავლის შედეგები:
დარგობრივი სწავლის შედეგები:
დასკვნის უნარი
კომუნიკაციის უნარი
სწავლის უნარი
ღირებულებები
სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები
1. ვერბალური, ანუ ზეპირსიტყვიერი მეთოდი.
2. დისკუსია/დებატები – დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხსა და აქტივობას. დისკუსია შესაძლებელია გადაიზარდოს კამათში. ეს პროცესი არ შემოიფარგლება მხოლოდ პროფესორის მიერ დასმული შეკითხვებით. ეს მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და საკუთარი აზრის დასაბუთების უნარს.
3. ჯგუფური მუშაობა - ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.
4. წიგნზე მუშაობის მეთოდი.
5. პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება (PBL) - სასწავლო მეთოდი, რომელიც ახალი ცოდნის მიღების და ინტეგრაციის პროცესის საწყის ეტაპად იყენებს პრობლემას.
6. თანამშრომლობითი (ცოოპერატივე) სწავლება - იმგვარი სწავლების სტრატეგიაა, სადაც ჯგუფის თითოეული წევრი ვალდებულია არა მხოლოდ შეისწავლოს, არამედ დაეხმაროს თანაგუნდელს საგნის უკეთ შესწავლაში. თითოეული ჯგუფის წევრი მუშაობს პრობლემაზე, ვიდრე ყველა მათგანი არ დაეუფლება საკითხს.
7. ევრისტიკული მეთოდი – ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას. ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების დანახვის გზით ხორციელდება.
8. შემთხვევის ანალიზი (ჩასე სტუდყ) - პროფესორი სტუდენტებთან ერთად ლექციაზე განიხილავს კონკრეტულ შემთხვევებს, რომლებიც ყოველმხრივ და საფუძვლიანად შეისწავლიან საკითხს. მაგალითად, კაზუსის ამოხსნა.
9. გონებრივი იერიში (Bრაინ სტორმინგ) - ეს მეთოდი გულისხმობს კონკრეტული თემის ფარგლებში კონკრეტული საკითხის/პრობლემის შესახებ მაქსიმალურად მეტი, სასურველია რადიკალურად განსხვავებული, აზრის, იდეის ჩამოყალიბებასა და მისი გამოთქმის ხელშეწყობას. აღნიშნული მეთოდი ხელს უწყობს პრობლემისადმი შემოქმედებითი მიდგომის განვითარებას. ეს მეთოდი ეფექტურია სტუდენტთა მრავალრიცხოვანი ჯგუფის არსებობის პირობებში და შედგება რამდენიმე ძირითადი ეტაპისგან:
10. როლური და სიტუაციური თამაშები - სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშები სტუდენტს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან შეხედოს საკითხს და ეხმარება მას ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. ისევე როგორც დისკუსია, როლური თამაშებიც უყალიბებს სტუდენტს საკუთარი პოზიციის დამოუკიდებლად გამოთქმისა და კამათში მისი დაცვის უნარს.
11. დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს. შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, მასალა ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მიეწოდოს სტუდენტებს. შესასწავლი მასალის დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ. ეს მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური, დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.
12. ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი.
13. ახსნა-განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს მასალის გადმოცემისას, მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება მოცემული თემის ფარგლებში.
14. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის პრაქტიკული ინტერპრეტაცია.
15. წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: ამონაწერებისა და ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, რეფერატის, ან ესეს შესრულება და ა.შ.
16. შედარებითი (ცომპარატივე) მეთოდი - რომელიც გულისხმობს საკითხის შესწავლას შედარებითი კვლევის საფუძველზე.
17. ისტორიული - რაც გულისხმობს სხვადასხვა მოვლენის შესწავლას დროში განვითარების მიხედვით.
შეფასების სისტემა
18 სტუდენტის მიერ შესაბამის სასწავლო კურსში კრედიტების მიღება/დაგროვება შესაძლებელია მხოლოდ სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სამუშაოს წარმატებით დასრულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ერთ-ერთი დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში;
სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება 100 ქულაა, რომელიც უტოლდება საბოლოო შეფასების 100 პროცენტს.
სტუდენტთა შეფასება განისაზღვრება შემდეგი შეფასების სისტემის მიხედვით:
დადებითი შეფასებები:
(A) ფრიადი _ მაქსიმალური შეფასების 91% და მეტი:
(B) ძალიან კარგი _ მაქსიმალური შეფასების 81-90%:
(ჩ) კარგი _ მაქსიმალური შეფასების 71-80%:
(D) დამაკმაყოფილებელი _ მაქსიმალური შეფასების 61-70%:
(E) საკმარისი _ მაქსიმალური შეფასების 51-60%:
უარყოფითი შეფასებები:
(FX) ვერ ჩააბარა _ მაქსიმალური შეფასების 41- 50%;
(F) ჩაიჭრა _ მაქსიმალური შეფასების 40% და ნაკლები;
(FX) ვერ ჩააბარა _ უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტს უფლება აქვს დამოუკიდებელი მუშაობის შემდეგ კიდევ ერთხელ გავიდეს დამატებით დასკვნით გამოცდაზე;
(F) ჩაიჭრა _ უარყოფითი შეფასების მქონე სტუდენტ ვალდებულია ახლიდან გაიაროს სასწავლო კურსი;
სტუდენტს შეუძლია მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში ერთი და იგივე სასაწავლო კურსი აიღოს მხოლოდ ორჯერ, მათ შორის, მიღებული დადებითი შეფასების გაუმჯობესების მიზნითაც;
სასწავლო კურსში სტუდენტის შეფასება წარმოებს მთელი სასწავლო სემესტრის განმავლობაში. შესაბამისად, სტუდენტის საბოლოო შეფასება წარმოადგენს შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის შეფასების ჯამს;
დასკვნითი გამოცდის შეფასების ქულაა 40, დანარჩენი 60 ქულა ნაწილდება შუალედური შეფასებების მიხედვით;
შუალედურ შეფასებაში სავალდებულოა ორი შუალედური გამოცდის გათვალისწინება, რომელთა შეფასებათა ჯამი 40 ქულის ტოლია (თითოეული 20-20 ქულა);
შუალედური შეფასების 20 ქულის განაწილება, რომელიც შეიძლება მოიცავდეს რამოდენიმე ტესტირებას, სემინარებზე, პრაქტიკულ მეცადინოებებზე აქტივობას, პრეზენტაციას, წარმოებს სასწავლო კურსის სპეციფიკიდან გამომდინარე და დეტალურად გაიწერება სილაბუსში კურსის წამყვანი პროფესორის მიერ;
დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით უგროვდება 51 ქულა;
სტუდენტი დამატებით დასკვნით გამოცდაზე გადის იმავე სემესტრში. დასკვნით და შესაბამის დამატებით დასკვნით გამოცდებს შორის შუალედი არ შეიძლება იყოს 10 დღეზე ნაკლები;
სამაგისტრო ნაშრომი ფასდება სასწავლო კურსის შეფასების სისტემით;
სტუდენტის საბოლოო რეიტინგის დასადგენად და მათ წასახალისებლად სასწავლო პროცესის დასრულებისას გამოითვლება კუმულატიური ქულა (კუმულატიური ქულის გამოთვლა ხორციელდება ყოველი სემესტრის ბოლოსაც).
კუმულატიური ქულის გამოთვლა შემდეგნაირად განხორციელდეს: ყოველ სასწავლო კურსში სტუდენტის მიერ მიღებული ქულის რაოდენობრივი მაჩვენებელი გამრავლდეს ამ სასწავლო კურსისათვის განკუთვნილი კრედიტის რაოდენობაზე და შემდეგ ამ რიცხვების საერთო ჯამი გაიყოს სტუდენტის მიერ დაგროვილი კრედიტების რაოდენობაზე.
პროგრამის განსახორციელებლად მისაღწევი რესურსები
მატერიალური რესურსი:
ადამიანური რესურსი:
დანართი 1 [1]: პროგრამის სასწავლო გეგმა და შედეგების რუქა.
დანართი 2: CV - ნინო გვენეტაძე
ბმულები:
[1] http://old.gau.ge/sites/default/files/uploads/danarti_5.docx
[2] http://gau.ge/ge/schools/law-and-social-sciences/law/masters/syllabuses