გაუ-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის სამართლის სადოქტორო პროგრამაზე ჩასარიცხად დოქტორანტობის კანდიდატმა უნდა დააკმაყოფილოს შემდეგი კრიტერიუმები:
- წარმოადგინოს მაგისტრის ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის (ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მოწმობის) ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- გაიაროს გასაუბრება სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სადისერტაციო საბჭოში;
- ფლობდეს ინგლისურ ენას არანაკლებ B2 დონეზე;
- წარმოადგინოს ხელმძღვანელის რეკომენდაცია, რომელშიც დასაბუთებული იქნება შერჩეული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა.