გაუ თავის საუკეთესო სტუდენტებს ყოველი რეგულარული სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე სტიპენდიებით აჯილდოებს, რომელიც ყოველი მომდევნო ერთი სემესტრის სასწავლო გადასახადებზე ვრცელდება.
სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის ბაკალავრიატის სტუდენტები I, II, III, IV და V ადგილებზე განაწილდებიან და მომდევნო სემესტრისათვის დაფინანსდებიან ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:
ბაკალავრიატი |
I | II | III | IV | V |
სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლა | 100% | 50% | 25% | 10% | 10% |
შეღავათები
გარდა სემესტრული სტიპენდიებისა, გაუ საშეღავათო პაკეტს სთავაზობს ერთი ოჯახის წევრებს (და-ძმა, მეუღლეები...). გაუში ჩაბარების შემთხვევაში ისინი სწავლის საფასურზე 20%-იანი შეღავათით ისარგებლებენ.