GAU თავის საუკეთესო სტუდენტებს ყოველი რეგულარული სემესტრის ბოლოს დაანგარიშებული კუმულაციური ქულების საფუძველზე სტიპენდიებით აჯილდოებს, რომელიც ყოველი მომდევნო ერთი სემესტრის სასწავლო გადასახადებზე ვრცელდება.
სემესტრის განმავლობაში დაგროვილი ქულების მიხედვით ბიზნესის სკოლის ბაკალავრიატის სტუდენტები I, II, III და IV ადგილებზე განაწილდებიან და მომდევნო სემესტრისათვის დაფინანსდებიან ქვემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად:
ბაკალავრიატი |
I | II | III | IV |
ბიზნესის სკოლა | 100% | 50% | 25% | 10% |
ბიზნესის სკოლა, Quant-ების პროგრამა (BBA Quant’s) |
100% | -- | -- | -- |
შეღავათები
გარდა სემესტრული სტიპენდიებისა, GAU საშეღავათო პაკეტს სთავაზობს ერთი ოჯახის წევრებს (და-ძმა, მეუღლეები...). GAU-ში ჩაბარების შემთხვევაში ისინი სწავლის საფასურზე 20%-იანი შეღავათით ისარგებლებენ.