გაუ-ს
სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის კონსტიტუციონალიზმის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრი (ინსტიტუტი) გაუ-ს სტრუქტურულ ერთეულს წარმოადგენს. ცენტრის მიზანია წინასწარ შემუშავებული პროგრამის მიხედვით
კონსტიტუციონალიზმის, კონსტიტუციური სამართლის მეცნიერების განვითარების
მიზნით სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელება, კერძოდ:
- სამართლებრივი და პოლიტიკური ფილოსოფიის საკითხების კვლევა;
- ხელისუფლების ორგანიზაციის და ანალიზის კონცეპტუალური ჩარჩოების კვლევა;
- სახელისუფლო პრინციპების კვლევა და ანალიზი (მაჟორიტარული და დემოკრატიის ინსტიტუციონალური მოდელების კვლევა;
- თავისუფლების, თანასწორობისა და წესრიგის ღირებულებათა თანაფარდობის და სახელისუფლო და საზოგადოებრივი არსენალის პრობლემატიკის კვლევა და ანალიზი; პოლიტიკური სოციალიზაციის ანალიზი; საზოგადოებრივი აზრის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ზეგავლენა და მისი შედეგები პოლიტიკური სოციალიზაციის პროცესზე; პოლიტიკური პარტიების იდენტურობის, სამართლებრივ-პოლიტიკური კულტურის, შიდაპარტიული დემოკრატიის, ხელისუფლებისათვის მზაობის საკითხების კვლევა, ანალიზი და შესაბამისი სამეცნიერო რეკომენდაციების შემუშავება; საარჩევნო კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი;
- პოლიტიკური მონაწილეობა არჩევნებში და საზოგადოების პოლიტიკურსამართლებრივი კულტურა და გარანტიები;
- ლობიზმის და ინტერესთა ჯგუფების რესურსები საქართველოში და მათი გავლენა სამართლებრივ-პოლიტიკურ მოვლენებზე;
- ფედერალიზმის და რეგიონალიზმის შედარებითი კვლევა;
- ფედერალიზმის იდეების და პრაქტიკის დინამიკა საქართველოს სინამდვილეში;
- სახელმწიფოს ბიუროკრატიისა და არაფორმალური პოლიტიკის საკითხების კვლევა და ანალიზი;
- სასამართლოს და დემოკრატიული მოდელების ურთიერთმიმართება.
გაეცანი სამართლის, სოციალური მეცნიერებების და დიპლომატიის სკოლის კონსტიტუციონალიზმის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის ცენტრის (ინსტიტუტის) დებულებას და სამეცნიერო კვლევითი პროექტების აღწერას.