დავით ჯანყარაშვილმა წარმატებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაქულტეტი, სწავლობდა კ.ზავრიევის სახელობის სამშენებლო მექანიკის და სეისმომედეგობის ინსტიტუტში, ხარისხი კი დაიცვა ქ. ვილნიუსის სამშენებლო ინსტიტუტში.
დავით ჯანყარაშვილს აქვს მუშაობის გამოცდილება საპროექტო ინსტიტუტში ,,კავგიპროტრანსი” ჯერ ინჟინერის, შემდეგ კი უფროსი ინჟინერის თანამდებობებზე, ა. რაზმაძის სახელობის მატემატიკის ინსტიტუტის გამოყენებითი მექანიკის განყოფილებაში მეცნიერ-მუშაკად, არის შპს ,,შენობა-ნაგებობათა კვლევის და ექსპერტიზა'' - ექსპერტი.
დავით ჯანყარაშვილი ასევე მუშაობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში დოცენტის და პროფესორის თანამდებობებზე.