რამაზ ფარესაშვილმა წარმატებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი, შემდეგ კი ბირმინგემის უნივერსიტეტში იკვლევდა რელიგიისა და პოლიტიკის საკითხებს, Queen’s College-ში სწავლობდა ქრისტიანულ თეოლოგიას.
რამაზ ფარესაშვილი 1995 წლიდან კითხულობს ლექციებს რელიგიასა და მსოფლიო ისტორიაში, 2005 წლიდან მსოფლიოსა და სამართლის ისტორიას და პოლიტიკურ მეცნიერებას, პარალელურად, გასული საუკუნის 90–იანი წლებიდან მუშაობდა საერთაშორისო არასამთავრობო და ჰუმანიტარულ ორგანიზაციებში იძულებით გადაადგილებული და ჩეჩნეთიდან ლტოლვილი სამოქალაქო პირების საკითხებზე.