ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: რომის სამართალი, ქართული სამართლის ისტორია
ქეთევან საგინაშვილმა 1991 წელს წარჩინებით დაამთავრა საქართველოს ტექნიკური შემოქმედებისა და პატენტმცოდნეობის ინსტიტუტი პატენტმცოდნეობის სპეციალობით, 1995 წელს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდენეობის სპეციალობით, 1998 წელს ჩააბარა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის, თინათინ წრეთლის სახელობის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 2005 წელს დაიცვა დისერტაცია სახელმწიფოსა და სამართლის ისტორიის განხრით და მიენიჭა იურდილ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი.
1987 წელს ქეთევან საგინაშვილმა მუშაობა დაიწყო თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კათედრაზე ლაბორანტად. 1989 წელს მუშაობას აგრძელებს მრავალდარგოვან კოოპერატივში ,,პროგრესი'' ლაბორანტად, 1992 წლიდან კი მუშაობს მცირე საწარმოში ,,ორბი'' იურისტ-კონსულად. 1995 წლიდან მუშაობას აგრძელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროში, საკანონმდებლო განზრახულობათა და კანონმდებლობის სისტემატიზაციის სამმართველოში კონსულტანტად, ასევე დაინიშნა სამართლებრივი რეფორმების სახელმწიფო კომისიის წევრად. 1998 წელს დაინიშნა სანოტარო ბიუროს სტაჟიორად, იმავე წელს დაინიშნა იუსტიციის სამინისტროს საქართველოს კანონთა წიგნისა და ,,საკანონმდებლო მაცნე''-ს რედაქტორად, 2001 წლიდან კი მუშაობს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სხვადასხვა თანამდებობებზე.
2001 წელს ქეთევან საგინაშვილმა გაიარა სტაჟირება რაულს ვალემბერგის სახელობის ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუტში (ლუნდის უნივერსიტეტი, შვედეთი) სტრატეგიის დეპარტამენტში, მონიტორინგისა და გამოძიების დეპარტამენტის მართლმსაჯულების სექტორის ხელმძღვანელის თანაშემწის თანამდებობაზე, შემდეგ კი ამავე დეპარტამენტის მოქალაქეთა მომართვებისა და მიღების სამმართველოს უფროსად. 2011-2012 წლებში მუშაობას განაგრძობს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში პერიოდულ გამოცემათა დამუშავების განყოფილებაში (ISSI- პროგრამა).
ქეთევან საგინაშვილი ასევე კითხულობს ლექციებს: საქართველოს უშიშროების სამინისტროს აკადემიაში, თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში, დავით აღმაშენებლის უნივერსიტეტში, საქართველოს უნივერსიტეტში, გურამ თავართქილაძის უნივერსიტეტში.
ქეთევან საგინაშვილი არის მრავალი სამეცნიერო სტატიის ავტორი.