ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: კერძო სამართალი
ქეთევან ბერეკაშვილმა დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი, 2012 წელს კი დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის დოქტორანტურა.
ქეთევან ბერეკაშვილი 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში, მანამდე იყო საქართველოს კონტროლის პალატის იურისტი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი უზრუნველყოფის, ნოტარიატის და რეგისტრაციის დეპარტამენტის მრჩეველი, მუშაობდა საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
ქეთევანი არის მრავალი საერთაშორისო და ეროვნული კონფერენციის, სემინარის და ტრენინგის მომხსენებელი და მონაწილე, ჩაბარებული აქვს მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდა, სპეციალიზაცია - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი და ადვოკატთა საკვალიფიკაციო ტესტირება, სპეციალიზაცია - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართალი.
ქეთევან ბერეკაშვილი პედაგოგიურ საქმიანობას 2009 წლიდან ეწევა და კითხულობს ლექციებს კერძო სამართლის მიმართულებით, არის რამდენიმე სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი. ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.