ეკატერინე გოგიჩაიშვილმა იურიდიული ფაკულტეტის წარჩინებით დასრულების შემდეგ 2006 წელს სწავლა განაგრძო ზ. ჟვანიას სახელობის საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) სახელმწიფო მმართველობის ფაკულტეტზე. 2008 წელს დაიცვა თემა „სახელმწიფოსა და თვითმმართველობას შორის ურთიერთობის სამართლებრივი რეგულირება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ კანონის გადასახედიდან" და მიენიჭა მაგისტრის ხარისხი თვითმმართველობასა და ადგილობრივ მმართველობაში.
ეკატერინე არის მუნიციპალური სამართლის ერთ–ერთი საუკეთესო ახალგაზრდა თეორეტიკოსი. მას ასევე აქვს მრავალწლიანი პრაქტიკული გამოცდილება იუსტიციის სამინისტროში ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების ექსპერტიზის სფეროში. არის ავტორი მთავრობის სარეკომენდაციო გამოცემისა ,,დეცენტრალიზაცია ახალგაზრდების თვალით''.
2008 წლიდან ეკატერინე გოგიჩაიშვილი ლექციებს კითხულობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული განათლების ხელშეწყობის ფონდში. ასევე აქტიურად მონაწილეობს თვითმმართველობის სფეროში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებების განხილვასა და სარეკომენდაციო დოკუმენტების მომზადებაში.