ქეთევან ნადირაშვილი სწავლობდა ბიოლოგიას, საჯარო მმართველობას და ფინანსებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს საზოგადოებრივი მმართველობის ინსტიტუტში (GIPA) და მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლაში. დღესდღეობით, ქეთევანი სწავლას აგრძელებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტურანტურაში, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით.
ქეთევან ნადირაშვილი 1999 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ეროვნულ ბანკში. იგი აქტიურად არის ჩართული სებ–ის საერთაშორისო პროექტების განხორცილებაში და 2011 წლიდან მას უკავია ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თანამდებობა. იგი რეგულარურად მონაწილეობს სხვადასხვა ცენტრალური ბანკების მიერ ორგანიზებულ ტრეინინგებსა და ვორკშოპებში. მნიშვნელოვანია, იგი კარგად იცნობს საერთასორისო საბანკო ინსტიტუტების პრაქტიკას.
2009 წლიდან ქეთევან ნადირაშვილი კითხულობს ლექციებს საბანკო საქმესა და ბიზნესის მართვაში და ფიქრობს, რომ სტუდენტებთან ურთიერთობა მისთვის ყველაზე დიდი სტიმულია.