გიორგი ასათიანმა ფინანსების განხრით დაამთავრა ,,კავკასიის უნივერსიტეტის'' ბაკალავრიატი, რის შემდეგაც საფრანგეთში, ლიტორალის უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ბიზნესსა და მენეჯმენტში.
2009 წელს გიორგი ასათიანმა ჩააბარა ეურონის უნივერსტეტში (ბარსელონა, ესპანეთი) მაგისტრატურაზე და 2011 წლის იანვარში მიიღო მაგისტრის ხარისხი კორპორაციულ ფინანსებსა და საბანკო საქმიანობაში. 2008 წლიდან კითხულობს ლექციებს ფინანსურ აღრიცხვაში და კორპორაციულ ფინანსებში.
გიორგის აქვს რამდენიმეწლიანი სამუშაო გამოცდილება დასავლეთ ევროპულ ქვეყნებსა და საქართველოში ფინანსების და მენეჯმენტის განხრით, ასევე საქართველოს საბანკო და სადაზღვევო სისტემებში.
2011 წლიდან მუშაობს კლინიკაში ,,კურაციო'' ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე.