ეკატერინე ნადარეიშვილმა 1997 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური უნივერსიტეტი ინგლისური ენის განხრით და მიენიჭა ინგლისური ენის სპეციალისტის და ინგლისური ენის პედაგოგის საპატიო ხარისხი.
2009 წელს ეკამ მოიპოვა უელსის უნივერსიტეტის ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები ფინანსების განხრით, 2000-2008 წლებში ასევე მოპოვებული აქვს წარჩინების სერთიფიკატები ბიზნესისა და მენეჯმენტის განხრით ბრიტანეთის სხვადასხვა სასწავლებლებიდან.
2008-2010 წლებში ეკა ნადარეიშვილი მოღვაწეობდა ლონდონის ბიზნეს სკოლაში, კერძოდ, მარკეტინგისა და ადმინისტრაციის განყოფილებაში და კითხულობდა ლექციებს მარკეტინგის განხრით.
2010 წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ ეკატერინე ნადარეიშვილი მუშაობს ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ბიზნესის სკოლის მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელად.