დინა ასლამაზიშვილმა წარჩინებით დაამთავრა ციმბირის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამა, წარჩინებით მოიპოვა სამაგისტრო ხარისხი ლინგვისტიკასა და თარგმნაში. განათლება მიიღო ვროცლავის უნივერსიტეტში კულტურის ფილოსოფიის განხრით; ის არის იაგელონიის უნივერსიტეტის დედოფალი იადვიგას სახელობის სტიპენდიის ორგზის ლაურიატი (კრაკოვი), აქვს მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის (PhD) ხარისხი სოციალურ ფილოსოფიაში და არის 50-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი, რომელიც გამოქვეყნებულია სხვადასხვა საერთაშორისო კრებულში.
დინა ასლამაზიშვილი გახლავთ რამოდენიმე კულტურული სამეცნიერო კონფერენციის საპატიო წევრი: მსოფლიო ფილოსოფიის XXII კონგრესი: "დღევანდელი ფილოსიფიის ხელახალი გააზრება" (კორეა, სეული, 2008) (WORLD CONGRESS OF PHILOSOPHY: RETHINKING PHILOSOPHY TODAY); თ.ა.ს.ს. - თეატრის ანთროპოლოგიის მე-14 საერთაშორისო სესია (პოლონეთი, ვროცლავ, 2005) (ISTA 2005: Improvisation - 14th Session of the International School of Theatre Anthropology). დინა ასევე რუსეთის ფილოსოფიური საზოგადოების წევრია 2002 წლიდან.
დინა ასლამაზიშვილი მოღვაწეობდა მეცნიერ-მუშაკად და მენეჯერად სამუზეუმო პროგრამათა ქსელის დეპარტამენტში კრასნოიარსკის მუზეუმში და ასისტენტ-ლექტორად მენეჯმენტის განხრით მოსკოვის ფსიქოლოგიურ ინსტიტუტში კრასნოიარსკის ფილიალში. 2012 წელს მონაწილეობა მიიღო მეცნიერთა გაცვლით პროგრამაში ოზარქსის კოლეჯში (აშშ),სადაც წარუძღვა რამდენიმე სალექციო კურსს. დინა არის სატრეინინგო კურსის ,,წარმატების ფორმულა" [1]ერთერთი კრეატიული მკვლევარი, აგრეთვე გახლავთ შემდეგი სალექციო კურსის ავტორი: ''MANAGING CREATIVITY AND INNOVATION".
ბმულები:
[1] http://gau.ge/ge/schools/business/bachelors/success-formula