ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ლექტორი
მიმართულება: საერთაშორისო ფინანსები
ალექსანდრე ხაზარაძემ 2000 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბაკალავრიატი, საერთაშორისო ეკონომიკის განხრით, ხოლო შემდეგ ამავე უნივერსიტეტში მიიღო მაგისტრის ხარისხი საბანკო საქმის განხრით.
2006 წელს ალექსანდრე ხაზარაძემ ჩააბარა ჰალტის საერთაშორისო ბიზნესის სკოლაში (კემბრიჯი, აშშ) და 2007 წელს წარჩინებით მიიღო მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში.
2008 წელს ჩააბარა ბოსტონ კოლეჯის ქეროლის სახელობის ბიზნესის უმაღლეს სკოლაში (ბოსტონი, აშშ) და 2009 წელს მიიღო მაგისტრის წოდება ფინანსებში, ინვესტიციებისა და რისკების მართვის განხრით.
ალექსანდრე ხაზარაძემ 2000-2006 წლებში მუშაობდა თიბისი ბანკში, 2008 წელს State Street Bank & Trust (ბოსტონი, აშშ), ხოლო 2009 წლიდან საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური ბაზრების დეპარტამენტში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.
2013 წლიდან ალექსანდრე ხაზარაძე არის მოწვეული ლექტორი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლაში (კაპიტალის ბაზრების თეორია და პრაქტიკა).