15 ოქტომბერს, გაუ-მ უმასპინძელა პროექტ „თვალთახედვის'' ფარგლებში გამართულ პირველ საჯარო ლექციას „გაიგე მეტი უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა შესახებ''. ლექცია წაიკითხა გია ჯვარშეიშვილმა, არასამთავრობო ორგანიზაციიდან „ვიმეგობროთ''. ლექციის ფარგლებში მსმენელებმა შეიტყვეს როგორ შეიქმნა ბრაილის შრიფტი, როგორ ახდენენ ორიენტაციას უსინათლოები სივრცეში და როგორ იყენებენ კომპიუტერულ ტექნიკას.
მსმენელებს საშუალება მიეცათ, გაეცნობოდნენ უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა წინაშე მდგარ პრობლემებს და საკუთარ თავზე გამოეცადათ უსინათლო და მცირემხედველ ადამიანთა დამხმარე საშუალებები.
GAU არ GAUრბის სოციალურ პასუხისმგებლობას.