25 მარტს გაუ-ს ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიის პროფესორი, კაპიტანი ჯეფ ნიუკემპი და ამავე აკადემიის კადეტები ესტუმრნენ. გაუ-ს მხრიდან შეხვედრას უმასპინძლეს პრეზიდენტმა, რ. მაიკლ ქაუგილმა და ვიცე-პრეზიდენტმა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის დეკანმა, პროფესორმა მიხეილ ჩხენკელმა.
შეხვედრის მიზანი იყო ამერიკის სამხედრო საჰაერო ძალების აკადემიასა და გაუ-ს შორის პარტნიორობის დეტალების განხილვა, ამ თანამშრომლობის ფარგლებში აკადემიის სტუდენტები 2014 წლის სექტემბრიდან გაუ-ში ისწავლიან.
ვიზიტი სტუმრებმა გაუ-ს შენობის დათვალიერებითა და სტუდენტებთან და ლექტორებთან შეხვედრით დაასრულეს.