26 ივნისს გაუ-ს სტუმრად ეწვია ცნობილი ინდოელი საზოგადო მოღვაწე, „ექტა პარიშატის'' მოძრაობის პრეზიდენტი, განდის სახელობის ფონდის ვიცე-პრეზიდენტი, ბატონი რაჟაგოპალ პ.ვ., რომელმაც სტუდენტებს მოუთხრო განდის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე, ინდოეთში სამოქალაქო უფლებებისათვის არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდებზე, სოციალური სამართლიანობის იდეაზე და ინდოეთში მიმდინარე საზოგადოებრივ მოძრაობაზე.
შეხვედრას ესწრებოდა და სიტყვით გამოვიდა ინდოეთის ელჩი, ბატონი შრი ტ.სურეშ ბაბუ. ელჩმა სუდენტებს მოუთხრო ინდოეთის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე განდის ფილოსოფიური იდეების გავლენის შესახებ.