ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი პირველი უცხოელია, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აღმასრულებელ წევრად აირჩიეს.
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია კოორდინაციას უწევს მეცნიერულ კვლევებს საქართველოში და ამყარებს კავშირებს საზღვარგარეთის ქვეყნების აკადემიებსა და მეცნიერულ ცენტრებთან.