6 ნოემბერს, მართლმსაჯულების სახლში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა და იუსტიციის უმაღლეს სკოლას შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ფარლებში გაუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებს იუსტიციის უმაღლესი სკოლის ბაზაზე საჯარო (უფასო) ლექციები ჩაუტარდებათ. ასევე, გაუ და იუსტიციის უმაღლესი სკოლა განახორციელებენ ერთობლივ სასწავლო ღონისძიებებს წინასწარ შეთანხმებულ თემებზე.
ღონისძეიბას ესწრებოდნენ გაუ-ს სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის დეკანი, პროფ. ზაზა რუხაძე და გაუ-ს სამართლის პროგრამის სტუდენტები. ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის სახელით წარმატებებს ვუსურვებთ სტუდენტებს.