21 ოქტომბერს, გაუ-ს სტუდენტებს „თბილისი მარათონის'' ორგანიზატორები შეხვდნენ. მარათონი სტარტს 25 ოქტომბერს 10.00 საათზე თბილისის ზღვაზე აიღებს. 21 კილომეტრიანი მანძილის დაფარვის შემდეგ თბილისის ზღვის კლუბში გაიმართება დაჯილდოების ცერემონია და „პასტა ფართი'', რაც მონაწილეთათვის ენერგიის აღსადგენად კერძებით გამასპინძლებას გულისხმობს. ღონისძიება დასრულდება კონცერტით.
მარათონში მონაწილეობის სარეგისტრაციო ღირებულებაა 10 ლარი. შემოსულ თანხას „ჰაიდელბერგ ცემენტი'' გააორმაგებს და ბედიანის ბავშვთა სახლის აშენება-კეთილმოწყობას მოახმარს. ამდენად, მარათონში ჩართვით თითოეული ადამიანი ხდება ქველმოქმედი.
GAU არ GAUრბის სოციალურ პასუხისმგებლობას და მსურველების წასახალისებლად საკუთარ თავზე იღებს GAU სტუდენტების რეგისტრირების საფასურის დაფარვას.
GAUძელი გამოწვევას, GAUყევი თბილისის ზღვას.