28 სექტემბერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა, მაგთის თავმჯდომარემ ემერიტუს დევიდ ლიმ და რუსთავის მეტალურგიული ქარხნის ხელმძღვანელმა ფარუგ სიდიგუიმ მონაწილეობა მიიღეს ISPI (The International Society for Performance Improvement) -EMEA (Europe, Middle East, and Africa ) -კონფერენციაში როგორც კონფერენციის მთავარი პანელის სპიკერებმა. მათ კონფერენციაში მონაწილე პირებს 2 საათიანი სესია ჩაუტარეს.
ISPI EMEA 2013 -კონფერენცია ორგანიზებული იყო ISPI-ს, USAID-ისა და ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ. კონფერენციის თემა იყო ინდივიდუალური და კორპორაციული პროდუქტიულობის ზრდა.