25 ივნისს, გაუ-მ, 4 უნივერსიტეტთან ერთად: თსუ, კავკასიის უნივერსიტეტი, თავისუფალი უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გააფორმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი "ბრითიშ ამერიქან ტობაკო ჯორჯია ლიმითედთან" (BAT).
მემორანდუმის ფარგლებში "ბრითიშ ამერიქან თობაქო" აღნიშნული უნივერსიტეტების სტუდენტებისათვის ჩაატარებს ბიზნეს ქეისების შეჯიბრს, ეროვნულ დონეზე გამარჯვებული 2 გუნდი კი დეკემბრის თვეში ბაქოში, ბიზნეს ქეისების საერთაშორისო შეჯიბრში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრება.
გაუ-ს მხრიდან მემორანდუმს ხელი ბიზნესის სკოლის დეკანმა, პროფ. თეიმურაზ ტორონჯაძემ მოაწერა.
პროექტს მხარს უჭერს ამერიკული განათლების აზერბაიჯანული ალუმნი ასოციაცია და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.