GAU-ს საჯარო ლექციების ციკლი „GAUღე კარი გამოწვევებს'' დათო ტურაშვილთან შეხვედრით დაიწყო. 6 ოქტომბერს მწერალმა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სტუდენტებს და თანამშრომლებს თავისი წიგნები წარუდგინა და მათი დაწერის ისტორიებიც უამბო. კრებული „ამერიკული ზღაპრები'' და ამერიკული ამბები, დათო ტურაშვილის ამერიკაში მოგზაურობა თუ თბილისში რეიგანის ჩამოსვლის გეგმასთან დაკავშირებული კურიოზები აუდიტორიისთვის საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
სტუდენტებმა კითხვები გენდერულ თანასწორობაზე, ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობაზე, ადამიანის ცხოვრებაში ლიტერატურის როლზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე დასვეს. მსურველებს დათო ტურაშვილის წიგნების (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) შეძენის და მწერლისგან ავტოგრაფის მიღების საშუალებაც ჰქონდათ. ორსაათიანი შეხვედრა სამახსოვრო ფოტოების გადაღებით დასრულდა.
მომდევნო საჯარო ლექცია GAU-ში 3 ნოემბერს 3 საათზე ფილოლოგ ლევან გიგინეიშვილთან გაიმართება.
GAU-ზიარე ინფორმაცია მეგობრებს!
GAU-ს საჯარო ლექციები ყველასთვის ღიაა
იხილეთ ლექციის ვიდეო ბმულზე - https://www.youtube.com/watch?v=EDNduWUOQls&index=6&list=PLqq8kKx8Ow0c2t... [1]
ბმულები:
[1] https://www.youtube.com/watch?v=EDNduWUOQls&index=6&list=PLqq8kKx8Ow0c2tfEm4RAPBXQaL3yI78ps