29 ნოემბერს, არასამთავრობო ორგანიზაციამ "იდენტობა" [1] ნიდერლანდების საელჩოს [1] მხარდაჭერით გაუ-ში ჩაატარა საჯარო ლექცია და დისკუსია, რომელსაც უძღვებოდა ექსპერტი გენდერის საკითხებში ეკა აღდგომელაშვილი [2]. ლექციის თემა იყო ”განსხვავებულობა - ცოდვა, დანაშაული, დაავადება, ნორმა".
ლექციის შემდეგ სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ ესაუბრათ ქალბატონ ეკასთან, ჩართულიყვნენ დისკუსიაში, გამოეთქვათ თავიანთი აზრი ისეთ საკითხებზე როგორიც არის ჰომოფობია, რასიზმი, ანტისემიტიზმი, გენდერული პრობლემატიკა, ტოლერანტული საზოგადოების მშენებლობის მნიშვნელობა და ზოგადად, ლიბერალური ღირებულებები.
ბმულები:
[1] http://identoba.com/
[2] http://www.radiotavisupleba.ge/content/interview-eka-aghdgomelashvili/24671616.html