2017 წლის 2-6 მაისს, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის (GAU) სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლის მოწვევით GAU-ში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა მასარიკის უნივერსიტეტის (ჩეხეთის რესპუბლიკა) საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროპული კვლევების დეპარტამენტის პროფესორი პეტრ ოცელიკი.
ვიზიტის ფარგლებში პროფესორი ოცელიკი შეხვდა სკოლის დეკანს და უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტს პროფესორ ზაზა რუხაძეს, შეხევედრაზე განხილულ იქნა ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის სამომავლო გეგმები. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, პროფესორმა ოცელიკმა წაიკთხა საჯარო მოხსენება GAU-ს სტუდენტებისათვის თემაზე „კლიმატური ცვლილების პოლიტიკა ჩეხეთის რესპუბლიკაში“, რა დროსაც მომხსენებელმა ისაუბრა ჩეხეთის რესპუბლიკაში კლიმატური ცვლილების პოლიტიკის თავისებურებების შესახებ, როგორც პოლიტიკურ ასევე სოციალურ კონტექსტებში.