27 სექტემბერს გაუ-ს საკონფერენციო დარბაზში ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის [1] (NDI) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლუის ნავარომ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს, რომელთა შორისაა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტიც, მიაწოდა ინფორმაცია ქართველ ამომრჩეველთა შეფასებების შესახებ ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით.
კვლევა, რომლის საფუძველზეც ლუის ნავარომ შეფასებები გააკეთდა, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის გეგმიური გამოკითხვის პროგრამის ნაწილია, იგი 3838 გამოკითხული რესპონდენტის პასუხებს ეყრდნობა. დამატებითი ინფორმაცია შეხვედრის შესახებ იხილეთ ამერიკის სავაჭრო პალატის ვებ გვერდზე. [2]
ბმულები:
[1] http://www.ndi.org/georgia
[2] http://amcham.ge/diary_item.php?item=85