17 დეკემბერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში [1] ჩატარდა შესარჩევი რაუნდები იმიტირებულ სასამართლო პროცესში.
მონაწილეობას იღებდნენ შემდეგი უნივერსიტეტების სტუდენტები: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კავკასიის სამართლის სკოლა, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტი, შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ბათუმი), აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ქუთაისი).
პროექტი მიზნად ისახავს მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის მხარდაჭერას, იურიდიული პროფესიული გაერთიანებების შესაძლებლობების გაძლიერებას, იურიდიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, კომერციული სამართლის განვითარებას და კომერციული სამართლის მიმართულებით პრაქტიკის გაუმჯობესებას.
ბმულები:
[1] http://gau.ge/ge/schools/law-and-social-sciences