27 ნოემბერს გაუ-ს სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სამართალმცოდნეობის პროგრამის სტუდენტებს
ელსა საქართველოს (
ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია) წარმომადგენლები შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი იყო სტუდენტებთან აქტუალური სამართლებრივი თემების განხილვა ელსა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების სამართლის პროგრამის "სამართლისა და იუსტიციის რეფორმების კონსულტაცია” ერთობლივი კონკურსისთვის, რომელიც გულისხმობს სტუდენტური ჟურნალის მესამე გამოცემისთვის თემების შერჩევას.