#GAUფრთხილდი - ასე დაარქვეს GAU-ს სტუდენტებმა სოციალურ აქციას, რომელიც 13 ივნისს, თბილისის წყალდიდობის წლისთავზე ზოოპარკში გაიმართა და უამრავი ადამიანი გააერთიანა.
"ეს არის გლოვის დღე და ასევე გამარჯვების სიმბოლო, რადგან ჩვენ შევძელით ყველაზე მთავარი - ერთიანობა, სოლიდარობა და ერთმანეთის გაძლიერება. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თანადგომისთვის, ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!" - ეს არის ერთ-ერთი GAUელის სიტყვები და საქველმოქმედო აქციის მთავარი მოტივაცია.
GAU-ს სტუდენტებისა და მხარდამჭერი კომპანიების მიერ ორგანიზებული გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება ყველა დაზარალებული მხარის ფონდში:
13 ივნისს ზოოპარკში მოსულ სტუმრებს GAUელები სიურპრიზებით, სიმბოლური საჩუქრებით დახვდნენ და გადაიღეს სამახსოვრო სურათები, ასევე giff-ები, რომლის ნახვაც შეგიძლიათ შემდეგ ბმულზე:
http://giffer.ge/ka-GE/event/190 [1]
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველა მხარდამჭერ კომპანიას, სტუმარს და მოხალისე სტუდენტს, რომლებმაც თავიანთი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოხატეს ჯანსაღი მოქალაქეობრივი პოზიცია:
#GAUფრთხილდი ადამიანებს
#GAUფრთხილდი ცხოველებს
#GAUფრთხილდი ბუნებას
#GAUფრთხილდით ერთმანეთს <3
ბმულები:
[1] http://l.facebook.com/l.php?u=http%3A%2F%2Fgiffer.ge%2Fka-GE%2Fevent%2F190&h=oAQGdEAta&s=1