21-22 სექტემბერს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ ცვლილებისა და კონფლიქტის მართვის ცენტრთან პარტნიორები-საქართველო [1] თანამშრომლობით, გაუ-ს თანამშრომლებისათვის გუნდის შეკვრის ღონისძიება ჩაატარა.
პარტნიორები-საქართველო [1]-მ გაუ-სთვის გუნდურ თანამშრომლობაზე მიმართული, სხვადასხვა ღონისძიებებისაგან შემდგარი სპეციალური პროგრამა შეიმუშავა, რომლის მიზანიც გუნდური მუშაობის ხელშეწყობა, გუნდის წევრებს შორის კომუნიკაციის, ფუნქციების გადანაწილებისა და სხვა უნარების გაუმჯობესება იყო. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ყველა რგოლის თანამშრომლებმა.
ღონისძიებას ქალაქ სიღნაღში სასტუმრომ კაბადონი [2] უმასპინძლა.
ბმულები:
[1] http://partners.ge/geo/
[2] http://kabadoni.ge/