2014 წლის 14 და 15 თებერვალს გაუ-მ მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო გამოფენაში, რომელიც ჩატარდა გამოფენების ცენტრში „ექსპო ჯორჯია". აღნიშნული ღონისძიება საქართველოში მეოთხედ გაიმართა და გაუ-ც მეოთხე წელია გამოფენის მონაწილეა.
გაუ-ს საგამოფენო-საინფორმაციო სტენდთან ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მიეღო ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე, შეხვედროდა გაუ-ს დეკანებს, მიმართულებების ხელმძღვანელებს, სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ გამოფენების ცენტრი „ექსპო ჯორჯია", საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და თბილისის მერია.
განათლების ფორუმის ფარგლებში გაუ ,,ექსპო ჯორჯიამ'' დააჯილდოვა სერტიფიკატით ყველაზე ინტერაქტიული სტენდისათვის.
ბმულები:
[1] http://www.facebook.com/media/set/?set=a.202779729748437.65006.172913372735073&type=3
[2] http://www.facebook.com/media/set/?set=a.391141727578902.112845.172913372735073&type=3
[3] http://www.facebook.com/media/set/?set=a.612992272060512.155058.172913372735073&type=1
[4] https://www.facebook.com/media/set/?set=a.831820326844371.1073741861.172913372735073&type=3