8 ივნისს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ღია საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი ჩატარდა. ფინალში ერთმანეთს საავიაციო უნივერსიტეტი და თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი დაუპირისპირდნენ, თამაში საავიაციო უნივერსიტეტის სასარგებლოდ, ანგარიშით 3-1 დასრულდა.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ღია საფეხბურთო ჩემპიონატი გაუ-ს თვითმმართვლობის ორგანიზებით ჩატარდა, აღსანიშნავია, რომ გაუ იყო პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც მსგავსი ჩემპიონატი ჩაატარა. წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობა 14-მა უნივერსიტეტმა მიიღო:
გაუ-ს სტუდენტური თვითმმართველობა მადლობას უხდის ჩემპიონატში მონაწილე უნივერსიტეტებს, ასევე, განსაკუთრებულ მადლობას უხდის აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტებს გაწეული დახმარებისათვის და სტუდენტურ ტელევიზიას ფინალური თამაშის გაშუქებისათვის.