ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი აკეთებს ოფიციალურ განცხადებას 5 აპრილს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩატარებული ბრიფინგის შესახებ და უარყოფს ბრიფინგზე ჩამოთვლილი 7 უნივერსიტეტისაგან შემდგარი კოალიციის წევრობას.
ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ერთიანია სიტყვის ფუნდამენტური თავისუფლების აღიარებაში და, შესაბამისად, თვლის რომ გაუ-ს თითოეული სტუდენტი თავისუფალია პირადი პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოთქვას საკუთარი მოსაზრება ნებისმიერ საკითხზე ან მიიღოს მონაწილეობა ნებისმიერ პოლიტიკურ აქციაში, ამავე დროს, არცერთ პირს უფლება არ აქვს ისარგებლოს გაუ-ს სახელით.
გაუ არის მისიაზე დაფუძნებული სასწავლო დაწესებულება, რომელიც მკაცრად იცავს თავის საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ ფუნქციას აპოლიტიკური საქმიანობის ფარგლებში.