ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) აგრძელებს ბანაკების ორგანიზებას სკოლის მოსწავლეებისთვის.
17-18 ნოემბერს (2018) GAU პარტნიორ კომპანიასთან - პარტნიორები საქართველოსთან ერთად, GAU ანაკლიას ესტუმრა.
10 სკოლიდან შევარჩიეთ მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეები, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ მიეღოთ ორ დღიანი დაუვიწყარი გამოცდილება.
მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასარგებლო აღმოჩნდა ბანაკის ფარგლებში ჩატარებული ტრეინინგი, რომელიც დროისა და სტრესის მართვას ეხებოდა. ტრეინინგს უძღვებოდა პარტნიორები საქართველოს ფსიქოლოგ-კონსულტანტი - თეა გველესიანი.
ტრეინინგთან ერთად, GAU Fall Camp ითვალისწინებს პრაქტიკულ კომპონენტსაც - GAU Game. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახალისო აქტივობა მოსწავლეებისთვის, რომლის მიზანია გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გაუმჯობესება. GAU Game-ის მონაწილეებს გადაეცათ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის სასწავლო ვაუჩერები.
დიდ მადლობას ვუხდით მოსწავლეებს მონაწილეობისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მათ.