2 მაისს, გაუ-ში ჩატარდა დასაქმების დღე (Career Day). ღონისძიების ფარგლებში საქართველოს წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებმა გაუ-ში ჩაატარეს ინტერვიუები სტუდენტებთან მათი დასაქმების მიზნით.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: Alliance Group Holding, Heidelberg Cement, TBC ბანკი, TBSC, BOG (საქართველოს ბანკი), Deloitte, UGT, KPMG, Dechert, Paine Stevens, BLC, BLB, Saunders group, Wissol Group, Amcham, GPI ჰოლდინგი, საადვოკატო ბიურო კორძახია, ჟღენტი, საია (საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია), ''ჩარგეიშვილი და კომპანია,’’ კორძაძის საადვოკატო ბიურო, ბანკი რესპუბლიკა, GOGC.
ბიზნესის სკოლის, სამართლისა და სოციალურ მენიერებათა სკოლის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ინჟინერიის სკოლის სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა.
დასაქმების დღე გაუ-ში წელს პირველად ტარდება და ეს ღონისძიება ყოველწლიურ სახეს მიიღებს.