10 დეკემბერს, გაუ-ში ჩატარდა საჯარო ლექცია საერთაშორისო ბიზნეს გამოცდილებისა და მეწარმეობის საქმიანობის შესახებ. მოწვეული სტუმარი იყო Gary Shoeniger. ავტორი და მეწარმე, რომელიც აღიარებულია მნიშვნელოვან ფიგურად სამეწარმეო განათლების სფეროში.
10 წლის განმავლობაში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება, კვლევები და ასობით ინტერვიუ წარმატებულ მეწარმესთან მას საშუალებას აძლევს შემოგვთავაზოს მკაფიო და ღირებული გზავნილები, რომლებიც ასახავს მეწარმეობის არსს და ულიმიტო შესაძლებლობებს რომელსაც ის იძლევა.
Gary Shoeniger Pulitzer-ის ნომინანტ Clifton Taulbert - თან ერთად არის თანაავტორი წიგნისა: Who Owns the Ice House: Eight Life Lessons From An Unlikely Entrepreneur, საერთაშორისო ბესტსელერი რომელიც აღიარებულია, როგორც აუცილებელი საკითხავი კაცობრიობისათვის.
გაუ-ს სტუდენტებსა და სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა მოესმინათ Gary Shoeniger - ის პრეზენტაცია, რომელიც დაფუძნებულია მის გამოცდილებაზე ამ სფეროში.
სემინარის ბოლოს გაიმართა დისკუსია.