24.04.2018 GAU-ს ჰოლანდიელი ფსიქიატრი და ფსიქოთერაპევტი ერიკ ვერმეტენი ეწვია. ლექცია „მენტალური ჯანმრთელობის ახალი საზღვრები“ სამხედრო სფეროს წარმომადგენლების მაგალითზე ნებისმიერი ადამიანის პოსტ ტრავმული მდგომარეობის ანალიზს და ამ პრობლემის დაძლევას ეხებოდა. შეხვედრა საკითხის მნიშვნელობის გააზრებას და ახალ მეთოდიკაზე ინფორმაციის მიღებას დაეთმო. პოპულარულ ენაზე გადმოცემული თემა და ვიდეომასალით გამდიდრებული მაგალითები GAU-ს ყველა მიმართულების სტუდენტებისთვის საინტერესო აღმოჩნდა.
ლექციას, რომელიც GAU-ს პრეზიდენტმა რ. მაიკლ ქაუგილმა გახსნა, GAU-ს წარმომადგნელბეთან ერთად მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტირინგის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, საქართველოში თანამედროვე სამხედრო ფსიქოლოგიური სერვისების დამაარსებელს, GAU-ს სამედიცინო სკოლის პროფესორს გუგა სიხარულიძეს, რომლის ინიციატივითაც შეხვედრა შედგა.
იხილეთ ჩვენი სპიკერის, დოქტორ ერიკ ვერმეტენის ბიოგრაფია:
სპეციალობები: ფსიქიატრია, ნეირომეცნიერება, PTSD, სტრესი, სამხედრო, ომის ისტორია, დისოციაცია (ფსიქიკური პროცესების კავშირის დარღვევა) ვიზუალიზაცია, მეხსიერება, ჰიპნოზი.