27 ივლისს, ბიზნესის ადმინისტრირების კურსის (BMB - http://gau.ge/building-managing-business [1]) გაზაფხულის ნაკადიც დასრულდა. დიპლომების გადაცემის ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი და პროგრამის მენტორები.
გამოვლინდა ასევე გამარჯვებული პროექტი და მათ ავტორს გადაეცა ფულადი პრიზი.
პროექტის ტიპი: სოციალური საწარმოს განვითარების გეგმა
პროექტის შინაარსი: საშობაო ნაძვის ხე
პროექტის ავტორი: გიორგი შანიძე
კიდევ ერთხელ ვულოცავთ მათ BMB-ის წარმატებით დასრულებას და ვუსურვებთ წარმატებებს!
ბმულები:
[1] http://l.facebook.com/l.php?u=http%3A%2F%2Fgau.ge%2Fbuilding-managing-business&h=QAQHcwz7u&s=1