16 სექტემბერს გაუ-ში სწავლა დაიწყო. მეორე, მესამე და მეოთხეკურსელებთან ერთად დღეს გაუ-ში პირველკურსელებიც გამოჩნდნენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ეს დღე სწორედ მათთვის იყო.
ბიზნესის სკოლის, [1] სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის, [2] საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ინჟინერიის სკოლის, [3] ლიბერალური განათლებისა და ჰუმანიტარული მეცნიერების სკოლის [4] ახალ სტუდენტებს სწავლის დაწყებამდე უკვე შეხვდა გაუ-ს პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი [5], მიულოცა პირველკურსელებს სტუდენტობა და ესაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რასაც გაუ თავის სტუდენტებს სთავაზობს. 2013-14 სასწავლო წელს გაუ-ში სწავლა 300-მდე პირველკურსელმა დაიწყო.
გაუ-ს ადმინისტრაცია თავის სტუდენტებს წარმატებულ, მრავალფეროვან და ხალისიან სასწავლო წელს უსურვებს.
ბმულები:
[1] http://gau.ge/ge/schools/business
[2] http://gau.ge/ge/schools/law-and-social-sciences
[3] http://gau.ge/ge/schools/natural-sciences-and-engineering
[4] http://gau.ge/ge/admissions/humanitarian-sciences
[5] http://gau.ge/ge/administration