გაუ-ს ადმინისტრაციის სახელით, გვინდა გამოვეხმაუროთ ჟურნალ „ტაბულა''-ს ვებ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას [1], რომლის მიხედვითაც, გერმანიის რამდენიმე უნივერსიტეტი არ აღიარებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაციას. სამწუხაროდ, ეს პრობლემა რეალურად დგას საქართველოში აკრედიტირებული ყველა იმ კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე, რომელსაც აკრედიტაცია 2011 წლამდე მიენიჭა.
გაუ-ს სტუდენტები წარმატებით აგრძელებენ სწავლას აშშ-ს და ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში, მათ შორის, გერმანიის უნივერსიტეტებშიც, თუმცა, არის გერმანიაში რამდენიმე უნივერსიტეტი, სადაც არ აღიარებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ 2011 წლამდე გაცემულ აკრედიტაციას (და ეს ეხება საქართველოში აკრედიტირებულ ყველა კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტს). ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სამინისტრო და ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი კვლავაც გააგრძელებენ მუშაობას ამ მიმართულებით, რათა ეს პრობლემა საბოლოოდ მოგვარდეს.
ბმულები:
[1] http://www.tabula.ge/ge/story/85159-ratom-ar-aghiarebs-germania-qartuli-kerdzo-universitetebis-diplomebs