13 ოქტომბერს, გაუ-ში გაიმართა ამერიკის სავაჭრო პალატის ახალგაზრდა ლიდერების პროგრამის პირველი შეხვედრა. შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდნენ გაუ-ს პრეზიდენტი, AmCham-პირველი ვიცე პრეზიდენტი რ.მაიკლ ქაუგილი, გაუ-ს ვიცე პრეზიდენტი, AmCham-ის განათლებისა და HR-ის კომიტეტის თანათავმჯდომარე, პროფესორი მიხეილ ჩხენკელი და AmCham-ის წარმომადგენელი სოფო ჩაკვეტაძე. სტუდენტებს ლექცია წაუკითხა British American Tobacco-ს დირექტორმა კავკასიის კორპორატიულ და მარეგულირებელ საკითხებში ზვიად სხვიტარიძემ, თემაზე: „ლობიზმი და მთავრობასთან ურთიერთობა და მისი თავისებურებები კავკასიაში.''
შეხვედრის მთავარი მიზანი იყო ახალი პროექტის წარდგენა „ახალგაზრდა ლიდერების პროგრამა'', რომელშიც ჩაერთვებიან AmCham-ის წევრი უნივერსიტეტების სტუდენტები. სტუდენტებს მენტორობას გაუწევენ საქართველოში წარმატებული კომპანიების ხელმძღვანელები. მენტორები ჩაატარებენ ვორკშოფებს სტუდენტებისთვის, მისცემენ მათ რჩევებს საერთაშორისო გამოცდილების მაგალითზე, ისეთ სფეროში როგორიცაა: IPR-ის მნიშვნელობა, დროის მენეჯმენტი, პრეზენტაციისა და ლიდერობის უნარჩვევები, კონფლიქტების მოგვარება და სხვა.
ეს საპილოტე პროგრამა გაგრძელდება მთელი სემესტრი და გააუმჯობესებს სტუდენტების გზას წარმატებისკენ.