2 ნოემბერს (2017) GAU-ში გაიმართა აკა მორჩილაძის საჯარო ლექცია.
ყოფა და ცხოვრება მე-19 საუკუნეში - ამ სახელწოდების ლექციით დღეს GAU-ში შეკრებილმა ადამიანებმა პირდაპირი გაგებით ვიმოგზაურეთ წარსულში. ჩვენი საყვარელი თანამედროვე ქართველი მწერლის აკა მორჩილაძის ნაამბობმა ორი საუკუნის წინანდელი საქართველოს ისტორიულ კონტექსთან ერთად ძველი თბილისის ფერები, სურნელი და გემო გვაგრძნობინა.
დიდი მადლობა ჩვენს გამორჩეულად საინტერესო სპიკერს და Vici • ვიცის ამ არაჩვეულებრივი შესაძლებლობისთვის, შემეცნებითი პროექტებისა და სტუდენტების წახალისებისთვის.