ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში აბიტურიენტებისთვის ამოქმედდა გადახდის მოქნილი სისტემა და GAU გრანტი.
GAUგრანტის მოქმედების პრინციპი:
ბიზნესის ადმინისტრირებისა და სამართლის ფაკულტეტების აბიტურიენტთათვის:
თუ GAU აირჩიეთ პირველ ადგილზე და მიიღეთ სახელმწიფო გრანტი 100% ან 70% ან 50%, GAU-სგან დამატებით მიიღებთ GAUგრანტს 1 400 ლარის ოდენობით.
შედეგად თქვენი ყოველწლიური გადასახადი ოთხივე წლის განმავლობაში 5 900-ის ნაცვლად 100%-იანი გრანტის შემთხვევაში იქნება 2 250 ლარი;
70%-ის შემთხვევაში - 2 925 ლარი;
50%-ის შემთხვევაში - 3 375 ლარი.
საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის აბიტურიენტთათვის:
GAU გრანტი ზემოთ მოყვანილი პრინციპი ანალოგიურად მოქმედებს ამ ფაკულტეტზე 400 ლარის ოდენობით.
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა !
GAU-მ შეცვალა სწავლის გადასახადის სისტემის ერთი პუნქტი:
ადრე გამოცხადებული მინიმუმ 75 ნედლი ქულისა ინგლისურში ახლა მოითხოვება მინიმუმ 70 ნედლი ქულა ინგლისურში.
ახალი წინადადება ასე ჟღერს:
თუ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში მიიღეთ მინიმუმ 70 ნედლი ქულა, GAU-სგან გადმოგეცემათ GAU გრანტი 1400 ლარის ოდენობით.
ახალი საფასო პოლიტიკაა ინფორმატიკისა და ინჟინერიის; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლებშიც.