ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი წელს წარმოდგენილი იყო საერთაშორისო ორგანიზაცია European Association for International Education-ის (EAIE) განათლების გამოფენა-კონფერენციაზე. 11 და 14 სექტემბერს (2018) განათლების გამოფენა შვეიცარიაში, ქალაქ ჟენევაში ჩატარდა.
მონაწილეობდნენ მსოფლიოს 5000 განთლების სფეროს, კერძოდ კი უმაღლესი განათლების წარმომადგენლები. Study in Georgia-ს სტენდზე GAU წარმოდგენლი იყო საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და Erasmus+ საქართველოს ეროვნულ ოფისთან ერთად.
პროექტის მიზანია თანამედროვე უმაღლესი განათლების გამოწვევებისთვის მომზადება, ტრენინგების ჩატარება, ინფორმაციის გაცვლა, უნივერსიტეტების გაცნობა, სოციალიზაცია, Erasmus+ პროგრამის კიდევ უფრო პოპულარიზაცია.
GAU-სა და ბევრ ახალ ევროპის უნივერსიტეტებს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები, რის შედეგადაც დაგვემატება გაცვლითი პროგრამები, საერთო საგრანტო პროექტები და ა.შ...