შაბათს 18 მაისს 17:00 საათზე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ჩატარდა ღია ჩემპიონატი ინტელექტუალურ თამაშში "რა? სად? როდის?"
ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს შემდეგმა უნივერსიტეტებმა:
- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი
- შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- საქართველოს უნივერსიტეტი
- საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA)
- გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი
- თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია
- თბილისის ღია სასწავლო უნივერსიტეტი
- წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი
- ვ.სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია
ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი.