15, 16 და 17 სექტემბერს 16:00 საათზე, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის 105-ე აუდიტორიაში გაიმართება გასაუბრება TEMPUS-ის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტის -''EIGER-ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები''-ს სამაგისტრო პროგრამაზე. სამაგისტრო კურსი წარმოადგენს ინტერდისციპლინურ და ინტერსაუნივერსიტეტო სამაგისტრო პროგრამას. მაგისტრანტებს საშუალება ეძლევათ განათლება მიიღონ ერთდროულად სამივე უნივერსიტეტის ბაზაზე.
პროექტის ქართული მხარის კოორდინატორია ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი.