ახალ GAUელებს კიდევ ერთხელ ვულოცავთ ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და GAU-ში მოხვედრას!
დადგა დრო, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი და სწავლის დაწყებამდე ოფიციალურ პროცედურებთან ერთად, სასიამოვნო შეხვედრა დავგეგმოთ.
14 სექტემბერს, ოთხშაბათს, 13:30 საათზე შემოგვიერთდით GAU-ში!
დაგხვდებით GAU-ს ბაღში, სადაც GAU ბენდის ცოცხალი მუსიკა და GAU-ს პრეზიდენტის მისალმება გელით. შემდეგ კი ჩვენი სტუდენტური ელჩები მიგაცილებენ თქვენი სკოლის დეკანთან და იქვე გაივლით რეგისტრაციას.
გადმოგეცემათ დოკუმენტების პაკეტი:
თქვენ კი თან უნდა გქონდეთ საბუთები:
მშობელთა საორიენტაციო შეხვედრები შედგება შემდეგი განრიგით:
მშობელთა შეკითხვებს GAU-ს პრეზიდენტი, რ. მაიკლ ქაუგილი, პირველი ვიცე პრეზიდენტი, ნინო ტორონჯაძე და დეკანები უპასუხებენ.
შეგახსენებთ, რომ ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში (GAU) სწავლა იწყება ორშაბათს, 19 სექტემბერს.
ნაყოფიერ და წარმატებულ წელს გისურვებთ ყველას!
მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!