აბიტურინტებს (და მათ მშობლებს) გელით ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ღია კარის დღეებზე: 24 თებერვალი და 10 მარტი.
პროგრამებს და სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ყველა დეტალს ფაკულტეტების დეკანები აკადემიურ მენეჯერებთან ერთად გაგაცნობენ.
აირჩიეთ თქვენთვის ხელსაყრელი შაბათი ამ ორ თარიღს შორის და გვეწვიეთ 14:00-დან 16:00 საათამდე GAU-ში:
24 თებერვალი და 10 მარტი, 14:00-16:00 საათი.
- ბიზნესის სკოლა, დეკანი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თემურ ტორონჯაძე; აუდიტორია - 214;
- სამართლის, სოციალურ მეცნიერებათა და დიპლომატიის სკოლა, დეკანი, ვიცე პრეზიდენტი, სამართლის დოქტორი, პროფესორი ზაზა რუხაძე; აუდიტორია - 106
- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ლიბერალური განათლების სკოლა დეკანი, ენების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ფილოლოგიის დოქტორი პროფესორი რუსუდან ციციშვილი; აუდიტორია - 312
- ინფორმატიკისა და ინჟინერიის სკოლა დეკანი, კონსტანტინე კულიჯანოვი; აუდიტორია - 325
მისამართი: მერაბ ალექსიძის 10, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU)